“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდში ოფისი გახსნა. როგორც პარტიის მხარდამჭერმა თეონა ქარდავამ განაცხადა, იმის გამო, რომ ზუგდიდის მერიამ მათ კარვების გაშლაზე უარი უთხრა, შიმშილობას საკუთარ ოფისში დღეს, საღამოს დაიწყებენ. აქციაში, ჯერ-ჯერობით.4 ადამიანი ჩაერთვება. თეონა ქარდავას განცხადებით, მან დღეს დატოვა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზუგდიდის წარმომადგენლობაში განცხადება სამსახურიდან წამოსვლის შესახებ. მიზეზად ის ასახელებს მარტვილსა და საგარეჯოში პარლამენტის და საკრებულოს „გაყალბებულ“ შუალედურ არჩევნებს. მისი თქმით, არ უნდა იყოს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც „არჩევნებს აყალბებს“. [embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUbnW97cAsvIPX1sWf6bfxlg[/embedyt]