პატრიარქი-მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა


  • მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარში.

“მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა. გულმხურვალე, ღვთისა და მოყვასისათვის თავდადებული, ფიცხი, მაგრამ საოცრად კეთილი უვერცხლო მოძღვარი, მრავალთა გადამრჩენელი, დაუცხრომელი მლოცველი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქართულით მეტყველი უშიშარი ტკბილი მამა, რომელმაც დიდი ტკივილებით და წინააღმდეგობებით სავსე თითქმის ასწლოვანი ცხოვრება განვლო და რწმენის საოცარი მაგალითები გვიჩვენა. მხოლოდ ერთს გავიხსენებ, – მოქვისა და ბედიის ეკლესიების გასხსნისთვის გაწეული შრომისათვის კომუნისტურმა რეჟიმმა იგი დააპატიმრა და შეურაცხადად გამოაცხადა. გაუძლო ამ განსაცდელს და სხვაც მრავალი გადაიტანა.

აღვავლენთ ლოცვებს მამა იოაკიმეს უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სულიერ შვილებს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი”.-ნათქვამია პატრიარქის სამძიმარში.

ინფორმაციისთვის, არქიმანდრიტი იოაკიმე გახლდათ ზუგდიდელი მღვდლის, ფრიდონ ასათიანის მამა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!