- დღეს, ზუგდიდში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მხარდასაჭერი მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართა.
მსვლელობა-ლიტანიობა ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოდან დაიწყო და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დასრულდა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მსვლელობა-ლიტანიობით თანადგომას უცხადებენ პატრიარქს.
ლიტანიობა-მსვლელობის შემდეგ, მეუფე გერასიმემ პარაკლისი გადაიხადა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე გერასიმემ, მრევლს, მადლობა გადაუხადა მსვლელობაში მონაწილეობისთვის. “მომავალ კვირას, ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი, ვისაც ექნება სურვილი, წავიდეთ თბილისში და სამების საკათედრო ტაძარში დავესწროთ პატრიარქის წირვა-ლოცვას.”
დღევანდელ მსვლეობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.