საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.
ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს”.–ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.