პარლამენტი დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ახალ რეგულაციებს განიხილავს


  • დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის თაობაზე კანონში („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“) შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში წარდგენილი კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის, რომელიც დღეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს 2023 წლის პირველ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ. ხოლო იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრამდე იქნებიან არასრულწლოვნები, მოხდება მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მომავალში აღარ ექნებათ ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება.
ამასთან, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება გავრცელდება 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე.
საკითხის განხილვის შედეგად, კომიტეტს მიაჩნია, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად, მნიშვნელოვანია ახლებურად განისაზღვროს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების პირობები, რითაც სახელმწიფოს მეტი შესაძლებლობა მიეცემა, დევნილ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით, დროულად შეასრულოს მათ მიმართ არსებული ვალდებულება.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამასთანავე მნიშვნელოვანია, დაზუსტდეს პირთა წრე, ვისზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება და ამ კუთხით დამატებითი ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!