- პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს.
საკითხების განხილვა ხუთშაბათს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს.
წყარო