პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


  • პარლამენტთან, ამ წუთებში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან “სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი. “მონა, მონა” – ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები.

აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს და პარლამენტის შესასვლელთან დაყარეს. მათი განმარტებით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს “უკანასკნელ გზაზე აცილებენ”.

პარლამენტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!