- რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების საერთო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს, პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.
დღევანდელ აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
ინფორმაციისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქციის მონაწილეები მის გადადგომასაც ითხოვენ.