- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისთვის ყაზბეგში, პოლიციაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ ჯგუფი სწორედ ყაზბეგშია წასული და მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა.
„ჩვენი ერთი ჯგუფი კიდევ წასულია ყაზბეგის რაიონში. ინფიცირებულთაგან 3 არის ადგილობრივი. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები მათ არ აქვთ, თავიანთ ოჯახებშიც ბევრი კონტაქტები არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა იქიდან გამოკვლევისათვის აღებული ნაცხები. სულ არის დღეისათვის ყაზბეგში პოლიციაში დადასტურებული 7 შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.