ოქტომბრის თვის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი


ვერძი
ახალი თაყვანისმცემელი ყველანაირად ეცდება თქვენი გულის მოგებას. დაქორწინებულებს საოჯახო საკითხების მოგვარება ელით და ეცადეთ, ამ თემაზე არ იკამათოთ. თუ ხვდებით, რომ სასიყვარულო კავშირი ჩვეულებრივი გახდა და აღარ გახარებთ, მეტი პოზიტივითა და რომანტიკით გაახალისეთ. იყავით მეტად მოსიყვარულე, სიტყვითაც კი. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით მგზავრობისას ან ახალ მეზობელთან. თუ ხვდებით, ბავშვები აღარ გიჯერებენ და ნათესავებიც ნერვებს გიშლიან, რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. ნაკლებად იყავით მომთხოვნი მეუღლის მიმართ.
კურო
სამსახურის საქმეების გამო საყვარელ ა
დამიანთან შეხვედრა ხშირად გადაგედებათ. კარიერა და მიღწევები კარგია, მაგრამ პირადი ცხოვრებაც ხომ უნდა აიწყოთ? გამონახეთ დრო დასვენებისა და სიამოვნებისთვის. ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. დაოჯახებულებს უამრავი საქმე გამოუჩნდებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მივლინება კარგ შედეგს მოგიტანთ, ნუ გაემგზავრებით. თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. საღამოობით უბრალოდ ისეირნეთ უახლოეს სკვერში. ობიექტურად შეაფასეთ სიტუაცია და მოერიდეთ ეჭვიანობას.
ტყუპი
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ შეხედულებას და მეტი ინტელექტუალურ განვითარებას. თუ მოინდომებთ, მყარ კავშირს შექმნით. მაქსიმალურად მოერიდეთ მეუღლესთან დაპირისპირებას. ზოგიერთი კავშირის შესანარჩუნებლად მოგზაურობას გადაწყვეტს. დაქორწინებულებს ავანტიურა გელით და დაფიქრდით, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, გართობა და თავისუფლება თუ ოჯახი და შვილები.
კირჩხიბი
ურთიერთობაში სითბო და სინაზე დაისადგურებს. შემოდგომის ლამაზ დღეებს დაუვიწყარ გარემოში გაატარებთ. გაიცნობთ იმ ადამიანს, ვინც გაინტერესებდათ და მყარ კავშირსაც შექმნით. დაქორწინებულებს საოჯახო საქმეები მოემატებათ. ეს შეიძლება იყოს რემონტი, ავეჯის შეძენა. ზოგიერთი წყვილი კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და განქორწინდება. ეცადეთ, ბებიასავით კი არა, თქვენი ასაკის შესაფერისად და უფრო ახალგაზრდულადაც კი გამოიყურებოდეთ, რომ მეტად მიმზიდველი იყოთ მამაკაცებისთვის. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ.
ლომი
დაუვიწყარი მოვლენებით აღსავსე პირადი ცხოვრება გელით. მარტოხელებს ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ, რომელიც სრულიად დაიპყრობს თქვენს გულსა და გონებას. დაქორწინებულები სამოგზაუროდ ბავშვებთან ერთად გაემგზავრეთ. რომანტიკული შეხვედრები ელით ახალ შეყვარებულ წყვილებს. ზოგიერთი თანაცხოვრებას გადაწყვეტს და საოჯახო საკითხების მოგვარებით იქნება დაკავებული. იყავით მეტად მზრუნველი იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნამდვილად გიყვართ.
ქალწული
წარსულს ვერ გაექცევით. უმჯობესია, დაუბრუნდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს და მოაგვაროთ ისინი. გაფრთხილდით, ახლო გარემოცვიდან არავინ აგიყოლიოთ უსიამოვნებაში. შეყვარებულები გაფრთხილდით, ზედმეტმა კრიტიკამ და ჭკუის სწავლებამ შეიძლება კამათი გამოიწვიოს. ის ქალწულები, რომლებიც საბედოს ძიებაში არიან, ოქტომბერში დასაჩუქრდებიან. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია მგზავრობისას, მოგზაურობისას. იყავით მეტად ღიმილიანი. შეყვარებულმა ცოლობა შეიძლება მიმოწერისას ან ეს-ემ-ესით შემოგთავაზოთ.
სასწორი
თქვენი პირადი ცხოვრება შეიძლება შტორმს შევადაროთ. საშუალება მოგეცემათ, საიმედოობაზე გამოსცადოთ ადამიანი, რომელიც სიყვარულს გიმტკიცებთ. დაქორწინებულებმა დაიცავით ოჯახში არსებული წესები და არ გაანაწყენოთ ნათესავები. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული შეხვედრები ელით. დაქორწინებულებმა აკონტროლეთ ტემპერამენტი. ახალდაქორწინებულები გაიგებენ, რომ მალე მშობლები გახდებიან.
მორიელი
დააკვირდით საკუთარ თავს და ადამიანს, ვინც თქვენ გვერდითაა. მეტად უნდა მოინდომოთ, რომ აღმოფხვრათ უსიამოვნებები. არავის მოახვიოთ თქვენი პირადი წესები. პირიქით, ეცადეთ, საყვარელ ადამიანს შეუქმნათ ჰარმონიული გარემო. დაქორწინებულებს საინტერესო ეტაპი დაუდგებათ. მთავარია, არ აჰყვეთ ნათესავების ენებს. მარტოხელა მორიელებს შუა ოქტომბერში რომანტიკული ნაცნობობა ელით. ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას, ჯერ კარგად გაიცანით ადამიანი. ის, რაც თქვენია, თქვენგან არ წავა.
მშვილდოსანი
საინტერესო და დასამახსოვრებელი ოქტომბერი გელით. იყავით ხალისიანი და საყვარელი ადამიანიც გაამხიარულეთ. განსაკუთრებით, თუ სერიოზული ვალდებულებები და მოსაწყენი სამსახური აქვს. დაქორწინებულები მოერიდეთ ახალი რომანის წამოწყებას. ფარული რომანი მალევე გამოაშკარავდება. აგრეთვე, ქმრის თანდასწრებით სხვა მამაკაცთან ნუ იფლირტავებთ. მარტოხელები გააქტიურდით, რომ მეწყვილე იპოვოთ. ხშირად უნდა იყოთ ადგილებში, სადაც საინტერესო მამაკაცები იკრიბებიან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. ერთად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.
თხის რქა
რომანტიკული შეხვედრებისა და ქორწინების დღე დაგიდგათ. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად, დაესწარით გასართობ ღონისძიებებს და ეცადეთ, გაიუმჯობესოთ სიტუაცია. უსიამოვნება მოსალოდნელია ეჭვიანობისა და საყოფაცხოვრებო საკითხების გამო. ახალგაცნობილებთან დაიცავით დისტანცია. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება კავშირის ოფიციალურად დაკანონება შემოგთავაზოთ. მოამზადეთ მოსაწვევები და შეარჩიეთ საპატარძლო კაბა.
მერწყული
ჰარმონიასა და სიამოვნებას გპირდებათ ოქტომბერი. საყვარელი ადამიანის გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობთ. მარტოხელები იყავით ოპტიმისტურად განწყობილნი, მეგობრების წრეში შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. მეუღლეს საოჯახო და ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაეხმარეთ. თუ ახალშეწყვილებული ხართ, გარშემო ყველას ნუ მოსდებთ თქვენი ბედნიერების ამბავს. დაქორწინებულებმა თვის ბოლოს სარემონტო და ავეჯის დასალაგებელი საკითხები მოაგვარეთ. მეუღლეს ხშირად დაუთმეთ.
თევზები
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. მოერიდეთ კამათს ფინანსურ საკითხებზე. დააფასეთ იმ ადამიანის რჩევა, ვინც თქვენი ერთგულია. სასიხარულო მომენტები ელით იმ ნიშნებს, ვინც რომანტიკულ კავშირშია. მზად იყავით პოზიტიური ცვლილებებისთვის. იყავით გონიერი, რომ გამოასწოროთ საკუთარი შეცდომები. საოჯახო საქმეებს ნუ იმიზეზებთ და გაათბეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. მთავარია, არ დაუგონ ყური ნათესავებს, რომლებსაც მათთვის “კარგი უნდათ”. თევზები, რომლებიც პარტნიორის ძიებით არიან დაკავებულები, საბედისწერო შეხვედრა ელით. ურთიერთობაში რომანტიკას დაიბრუნებთ, თუ ერთად დაესწრებით კულტურულ ღონისძიებებს, იმოგზაურებთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!