- დადიანების სასახლე გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას, “ოქროსფერი შემოდგომა“- შემოქმედებითად გაფერადებული წელიწადის დრო.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, ბავშვების მუზეუმთან დაახლოება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ბუნების სილამაზის აღქმა და გუნდური მუშაობის წახალისება.
მონაწილეებს, გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას. მოისმენენ თემატურ ლექციას შემოდგომაზე.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო – სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან შემოდგომის სურათებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის (1-ელი კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა – 15-30 ბავშვი.
პროგრამის ხანგრძლივობა – 60 – 90 წუთი.
პროგრამის ღირებულება – 7 ლარი.