ოსკარი საუკეთესო სურათის კატეგორიაში მხოლოდ ინკლუზიურ ფილმებს განიხილავს


  • უახლოეს მომავალში კინოსურათებს, რომლებსაც ამბიცია ექნებათ, რომ ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იასპარეზონ, ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ.

8 სექტემბერს ამერიკის კინოაკადემიამ ახალი რეგულაციები გამოაქვეყნა, რომლებიც კინოინდუსტრიაში გენდერული, ეთნიკური თუ რასობრივი მრავალფეროვნების წახალისებას ისახავს მიზნად.

კინოაკადემიის მოთხოვნები ოთხ კრიტერიუმს მოიცავს: სამსახიობო გუნდში, გადამღებ ჯგუფში, სპეციალურ სასწავლო ტრენინგებში ან მარკეტინგულ კამპანიაში ჩართულები უნდა იყვნენ საზოგადოების იმ ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეინსტრიმულ კულტურაში არასათანადოდ არიან წარმოჩენილნი — ქალები, LGBTQ+ თემის წევრები, რასობრივი თუ ეთნიკური უმცირესობები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ახალი დადგენილების თანახმად, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარსადგენი ფილმი ამ ოთხი კომპონენტიდან ორში მაინც უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას. ახალი შეზღუდვა ძალაში ოსკარების 96-ე დაჯილდოებისას, 2024 წელს შევა.

როგორც BBC წერს, ოსკარების დაჯილდოებას უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ამდენწლიანი ისტორიის გამავლობაში ხშირად უყურადღებოდ და დაუფასებელი რჩება ქალი, არათეთრკანიანი და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელი ხელოვანების შემოქმედება.

2016 წელს ამის შედეგად ახალი კამპანია #OscarsSoWhite (ოსკარები ძალიან თეთრია) გამოჩნდა, რომლის ფარგლებშიც მედიაში აქტიურად აკრიტიკებდნენ ამერიკულ კინოაკადემიას და სისტემურ რასიზმში ადანაშაულებდნენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!