დღეს, 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან მოკლული ქართველის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. გიგა ოთხოზორიას საფლავზე მისი ოჯახი, ახლობლები და ნათესავები შეიკრიბნენ. დღევანდელი დღე, ოჯახს მიუსამძიმრეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე მიუხედავად ყველა მცდელობისა, საერთაშორისო ასპარეზის გამოყენებისა, გიგა ოთხოზორიას მკვლელი არ არის დაკავებული. „თუმცა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ყველა ასპარეზი გამოვიყენოთ, სანამ არ დაისჯება მკვლელი და მისი ხელშემწყობები და სანამ არ აღსრულდება სამართლი. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.” მამუკა წოწერიას თქმით, ეს პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, ვინიდან მეორე მხარე არანაირ თანამშრომლობაზე არ თანხმდება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ზეწოლა თავისას გაიტანს და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.
საფლავზე მოვიდა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკანორ მელია. „სანამ გიგა ოთხოზორიას მკვლელები, რომლებმაც “მუხანათურად” და სასტიკად საკონტროლო გასროლით თავში, საქართველოს ტერიტორიაზე, მოგვიკლეს 31 წლის ბიჭი, ივლიან დაუსჯელები, ნებისმიერი ხელისუფლებ,ა ვინც იქნება მართვის სათავეებთან, ის იქნება „უთავმოყვარეო”, „უპრინციპო“, „უგერგილო“ და სამარცხვინო“. – აღნიშნა მელიამ ჟურნალისტებთან. ნიკა მელიას განმარტებით, დღეს, საქართველოს, ჰყავს „ღირსებააყრილი ხელისუფლება”, რომელმაც ვერ მოახერხა გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯა. „საერთაშორისო დონეზე, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ხელისუფლებამ, ისიც კი ვერ მოახერხა, რომ საჭირო პროტესტის კონსოლიდაცია მომხრდარიყო, ვინაიდან. ხელისუფლებას არ ჰქონდა საკმარისი რეაგირება ამ მუხანათური მკვლელების მიმართ.“
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის რაშიდ კანჯი – ოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 12 წელი მიუსაჯა.