გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 12:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან. ისინი მოითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას. ოპოზიცია მესხს ადანაშაულებს უბნებზე კანონდარღვევით სამაგიდო სიების გატანაში და არსებული რეგისტრაციის ბეჭდების ახლით შეცვლაში.