ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა წითლიძემ, დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მხარი არ დაუჭირა საკრებულოს წევრის თაზო ფაცაციას საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩევას. დეპუტატმა ანა წითლიძემ, თაზო ფაცაციას, კენჭისყრის დაწყებამდე შეკითხვებით მიმართა, დაინტერესდა ერკვეოდა თუ არა ის ქალაქის მოსახლეობისათვის განკუთვნილ სოციალურ პროექტებში, ერკვეოდა თუ არა იმ მდგომარეობაში, რომელიც დღეს არსებობს ბენეფიციართა უფასო სასადილოში. წითლიძის ინტერესს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საკრებულოში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=edSihcxImzI[/embedyt]