-
დღეს, “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ საოლქო პროკურატურას ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. იმავდროულად ისინი ითხოვენ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეუჩერებას.
“ვითხოვთ გუშინდელ სიუჟეტთან დაკავშირებით, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. პროკურატურა დღეს, ვალდებული იყო გამოეძახა გია დანელია, ეწარმოებინა მისი დაკითხვა და შეესწავლა “რუსთავი 2” სიუჟეტი და საგამოძიებო მოქმედებები განეხორციელებინა. “-უთხრა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს.