ოპოზიციამ, პარლამენტის წინ ბანერი გააკრეს წარწერით “სირცხვილი”


ოპოზიციის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის წინ მწვანე ღობითშემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დიდი ბანერი გააკრეს წარწერით “სირცხვილი”.
ამავე შინაარსის წარწერა ბანერზე ინგლისურადაც არის დატანილი. გიორგი ვაშაძის გნცხადებით, ეს ბანერი არის იმის სიმბოლო, რომ ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს.
მანამდე კი ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!