- „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, უკრაინული ძალები სავარაუდოდ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით, ამას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს.
გავრცელებული ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლეშკის ჩრდილოეთით, დნეპრის სანაპიროზე, ასევე დასახლებული პუნქტების ჩრდილოეთით დაიკავა პოზიციები და სოფელ დაჩის დასავლეთით შეძლო წინსვლა.
„ომის შემსწავლელ ინსტიტუტში“ ამბობენ, რომ კიდევ ერთი სამხედრო საბრძოლო მოქმედებების რუკის მიხედვით, რუსული ძალები 22 აპრილის მდგომარეობით, ვერ აკონტროლებენ მდინარე დნიპროს ზოგიერთ კუნძულს, ხერსონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, რაც ამ კუნძულებზე უკრაინელების შესაძლო წინსვლაზე მიუთითებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინამ შესაძლოა, ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე უპირატესობის მოპოვება, რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო შეძლო.
წყარო