ოლაფ შოლცი: უკრაინა ევროპის ნაწილია


  • 10 წლის წინ მაიდანი დემოკრატიის სიმბოლოდ იქცა, უკრაინა ევროპის ნაწილია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ღირსების რევოლუციის დაწყებიდან მეათე წლისთავს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია.

„10 წლის წინ მაიდანი გახდა თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის სიმბოლო. უკრაინელების გამბედაობის დავიწყება არ შეიძლება. უკრაინა ევროპის ნაწილია და ჩვენ მის მხარეს ვართ“, – წერს ოლაფ შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ღირსებისა და თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!