- სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წელს აღნიშნული სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად 4 000 000 ლარი გამოიყო.