ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან


  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები,-ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

“მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში,”-განაცხადა მინისტრმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!