- მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ე.წ. პოლიციამ მისი ამოცნობა და დაკავება შეძლო.