- “სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
ამავე ინფორმაციით, დაინფიცირებულები რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტები არიან, რომლებიც აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ პანსიონატ “აიტარში” იზოლაციაში იმყოფებოდნენ.