- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათი ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4649-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 105 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 31-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 29 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2500 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 50-ს შეადგენს.