- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4058-მდე გაიზარდა.
მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 118 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გამოჯანმრთელდა 597 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2071 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 36-ს შეადგენს.