- მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქე დაიღუპა.
ტრაგედია 3 თებერვალს, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
„28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, – განმარტეს ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.