- უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის 28-ე დღეს ოკუპანტების თავდასხმას 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 167-მა ბავშვმა.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში – 61. 41 ბავშვი დაშავდა ხარკოვის ოლქში, 40 -დონეცკის ოლქში, 32 – ჩერნიგოვის ოლქში, 24 – მიკოლაევის ოლქში, 16 -დედაქალაქში, 15- ჟიტომირის ოლქში, 15 – ხერსონის ოლქში და 14 – სუმის ოლქში.