ოთხ მოქალაქეს ”საპატიო ზუგდიდელის” წოდება მიენიჭა


  • ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დადიანების ეზოში, თბილისის “ბიგ ბენდის” და “ქართული ხმების” ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობს.

ღონისძიებაზე მოხდა საპატიო ზუგდიდელების წარდგენა. ”საპატიო ზუგდიდელის” წოდება მიენიჭა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ზუგდიდის ცენტრის უფროსს მარინა წულეისკირს, მეათე საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ კუპრეიშვილს, კიკბოქსიორ დავით ქირიას და ქორეოგრაფ რეზო ჩხეიძეს.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!