ნაძვის ხე ახალი წლის ყველაზე ნიშანდობლივი ატრიბუტია. როგორც წესი, ადრევე ვიწყებთ ხოლმე თადარიგს და ვარჩევთ ათასგვარ სათამაშოსა თუ მოსართავს ახალი წლის დედოფლის მოსაკაზმად. თუმცა იმაზე კი ნაკლებად ვფიქრობთ, სწორ ადგილზე ვდგამთ თუ არა ნაძვის ხეს, ან საერთოდ, აქვს თუ არა ამას რაიმე მნიშვნელობა. როგორც აღმოჩნდა, აქვს! ფენ-შუის მიხედვით ნაძვის ხის დადგმის ადგილს განსაკურებულ მნიშვნელობა აქვს: სწორ ადგილზე და სწორად დადგმული ნაძვის ხე არა მხოლოდ საშობაო მხიარულებას გაჩუქებთ, არამედ მიმავალ წელს თქვენი ცხოვრების სასურველ სფეროში წარმატების მომტანიც იქნება. მთავარია, ზუსტად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, ავირჩიოთ რას ველით მომავალი წლიდან და ამის შესაბამისად დავდგათ და მოვრთოთ ნაძვის ხე.
თუ გვინდა სიყვარულის მოზიდვა ან გამყარება
ამ შემთხვევაში ნაძვის ხე უნდა დაიდგას ოთახის აღმოსავლეთით. ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად, ფენ-შუის მიხედვით, საახალწლო დედოფალი უნდა მორთოთ ბრჭყვიალა კრისტალებით, აბრეშუმის ლენტებით, გულებით ან წყვილი სიმბოლოებით – ორი ბურთულა, ორი გირჩა, ასევე ძალიან კარგია თუ გამოიყენებთ ერთმანეთში გადახლართულ ლენტებსა თუ თოკებს.მორთულობის ფერი უნდა იყოს წითელი და ვარდისფერი, თავზე კი დიდი ზომის მოსართავი უნდა დაადგათ.
თუ გვსურს მოვიზიდოთ ფული
თუ ახალი წლისგან ფინანსურ წარმატებას მოელით, ნაძვის ხის ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. მორთულობაში უნდა ჭარბობდეს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ტონები. ყველაზე მარტივი ვარიანტია, ნაძვის ხის მოსართავად გამოიყენოთ შოკოლადის მონეტები ბრჭყვიალა შეფუთვაში. ასევე შეგიძლიათ ფულის კუპიურებისგან გააკეთოთ პეპლები ან ბანტები. გამოვა ერთგვარი ფულის ხე თქვენი მომავალი ფინანსური წარმატებისთვის.
თუ გსურთ კარიერულ წარმატებას მიაღწიოთ
ამ შემთხვევაში ნაძვის ხე ჩრდილოეთით დაკიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ კარიერა და ფინანსური წარმატება სხვადასხვაა. ფული შეიძლება იყოს მემკვიდრეობით მიღებულიც, ხოლო კარიერა სამსახურში დაწინაურებას ნიშნავს. ნაძვის ხის მორთვა საჭიროა იმ სამუშაოს სტილში, რომელშიც წინ წაწევას გეგმავთ. ეპატაჟური და ნათელი – თუ სამუშაო კრეატიულია, მკაცრი – თუ საქმე სერიოზულ ბიზნესთან გაქვთ.
თუ გსურთ დაორსულდეთ და მშვიდობიანად მოილოგინოთ
ბავშვები – თქვენი საცხოვრებლის დასავლეთი მხარეა. მორთეთ ნაძვის ხე სხვადასხვაგვარი სათამაშოთი, ტკბილეულით. ხოლო თუ სახლში უკვე არიან ბავშვები, აუცილებლად გააკეთეთ მათთან ერთად უბრალო ხელნაკეთი სათამაშოები, მაგალითად გირჩებისგან ან ფერადი ქაღალდიდან და ბავშვებს თავად დააკიდებინეთ.
თუ დაორსულება გსურთ, ნაძვის ხეზე დაკიდეთ ან თავზე დაადგით ანგელოზის გამოსახულება.
და რა მოხდება თუ ნაძვის ხეს ოთახის შუაგულში დავდგამთ?
ბევრს მიაჩნია, რომ ეს ადგილი ნაძვის ხისთვის ყველაზე ეფექტურია. ამგვარად შესაძლებელია ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს გაძლიერება. ამისათვის საჭიროა საჭირო სიმბოლოების იმ ტოტებზე დაკიდება, რომლებიც შესაბამისი მიმართულებით იყურება. ენერგეტიკა ამგვარი ნაძვის ხის ირგვლივ განსაკუთრებით ძლიერი იქნება. სხვა საქმეა, რამდენად გეყოფათ თავად თქვენ ენერგია და ძალა ყველაფრის მოსასწრებად, ხომ არ გამოგივათ “ორი კურდღლის დევნა”? …
დაბოლოს, რა ვქნათ, როცა დღესასწაული დასრულდება?
ნაძვის ხეს რა თქმა უნდა ავიღებთ, შევინახავთ. მაგრამ იმ ადგილზე, სადაც იგი გვედგა, დავდოთ უბრალოდ ოთახის დიდი, ძლიერი ყვავილი, მოვრთოთ წარმატების რამდენიმე აქსესუარით და ფენ-შუი მთელი წლის მანძილზე იმოქმედებს!
წყარო