ყოფილი „ენგურქაღალდკომბინატის“ კულტურის სახლის, ამჟამად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა და 10 ოქტომბერს, განახლებული საკონცერტო დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციისათვის „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 244 779 ლარი გამოიყო. სრულიად განახლდა და მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა ახალი სავარძლები, ხალიჩა და ხანძარმედეგი ფარდები. პანელებით განახლდა დარბაზის კედლები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „კაპიტელმა“ და ი.მ. „იმედი ხარჩილავამ“ განახორციელა.