- რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც რეკრეაციული ცენტრისა და მიმდებარე კერძო შენობების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერჰი ბრაჩუკი ავრცელებს.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
„მტრის ორმა რაკეტამ ოდესის ოლქის ერთ-ერთ რეკრეაციულ ცენტრსა და მიმდებარე კერძო შენობებში ნგრევა და ხანძარი გამოიწვია, დაშავდა 3 მოქალაქე“, – აცხადებს ბრჩუკი.