ნუ იძალადებ ცხოველზე-აქცია ზუგდიდში


დღეს, ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ჩიპირების გზით იდენტიფიცირება სავალდებულო უნდა გახდეს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

“ჩვენი აქციის მიზანია კონკრეტულ ორგანოებს და საზოგადოებას დავანახოთ, რომ ცხოველთა საჭიროებები გასათვალისწინებელია და საქართველოში სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ. საზარელია საზოგადოების დამოკიდებულება, ხშირია ცხოველებზე ძალადობის ფაქტები, რაც გულთან მიმაქვს. ძალიან ხშირად შემიმჩნევია ძაღლზე ძალადობა და გულთან მიმაქვს ეს ყველაფერი. ვფიქრობ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაამკაცრონ კანონი. დასჯადი უნდა იყოს ცხოველზე ძალადობა. უნდა აიკრძალოს ცხოველის დასმა, მოხდეს მათი დაჩიპვა და შეწყდეს ძალადობა.”- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა დავით ვაჩეიშვილმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მეგი გულაია მიიჩნევს, რომ საზოგადობის განწყობის შესაცვლელად, ახალგაზრდების აქტიურობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია. “ჩემთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მაწუხებს ეს თემა. მყავს ქუჩიდან აყვანილი კატა. ვფიქრობ, რომ მიუსაფარი ცხოველების საკითხი არ არის გადასადები გვერდზე. უნდა იყოს პრიორიტეტული და დიახ, არ უნდა ვიძალადოთ ცხოველებზე. თითოეული ჩვენგანის ხმა მნიშვნელოვანია.” განაცხადა მეგი გულაიამ. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!