- ხანგრძლივი საქმიანობისთვის და გაწეული ღვაწლისთვის, ასევე 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდიდასუფთავების” ცენტრის კოლექტივმა, ცენტრის დირექტორის ნუგზარ მალაშხიას სახელი და გვარი შეიტანა ცენტრის “საპატიო წიგნში” და საზეიმო შეხვედრაზე გადასცა საპატიო სიგელი.
“საპატიო წიგნში” შეტანილ ყველა პირს გადაეცემა ერთი თვის ხელფასი, თუმცა ბატონმა ნუგზარმა თანხის მიღებაზე უარი განაცხადა და მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული თანხა ცენტრის სხვა საჭიროებისთვის იქნას გამოყენებული.
ბატონმა ნუგზარ მალაშხიამ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა დაფასებისთვის და მხარდაჭერისთვის.