ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან


  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიისა და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალების სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დამთვალიერებლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალ მომსახურებას შესთავაზებს.
“ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების ნორმალიზებისთანავე უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციები სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან. ახალი სერვისი მუზეუმ-ნაკრძალების დამატებითი ატრაქცია იქნება და ტურისტებს ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება. 2 ტიპის ელექრომობილები კულტურული მემკვიდრეობის სივრცეებზე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდებიან. 2 ერთეული მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსი ნოქალაქევის დამთვალიერებელს მოემსახურება, ხოლო 2 ერთეული სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს.
სატრანსპორტო მომსახურებას ამ დრომდე სააგენტოს ადმინისტრაცია ტურისტებს მხოლოდ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სთავაზობდა, სადაც შიდაწვისძრავიან ავტომობილს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ჩაანაცვლებს”.-ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!