ახალციხეში, რაბათის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა ზუგდიდის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ერთობლივი პროექტი “ნორჩი მკლევარი 2018” – “საქართველო, რელიგია-კულტურათა გზაშესაყარზე“,
რომლის მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება საკუთარი ქვეყნის რელიგიურ-კულტურული მემკვიდერეობით, ისტორიული წარსულით, თანამედროვე ეთნიკურ-რელიგიური ურთიერთობებით, საქართველოში არსებული რელიგიური მრავალფეროვნებით, როგორც ჩვენი ისტორიულ- კულტურული მყოფადობა, ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების ისტორიით, მოძღვრებით, რელიგიური პარქტიკით, სოციალური მოღვაწეობით და საქართველოში მათი წარსულით და დღევანდელობით, განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანიებს შორის ურთიერთ პატივისცენით და ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებით. კონფერენციის თემატიკა იყო: ქართველთა წინარე ქრისტიანული რელიგიური რწმენა-წარმოდენები, ბერძნულ-რომაული და აღმოსავლური პოლითეიზმი, ირანული წარმოშობის კულტები საქართველოში, იუდაიზმი, ახალი წელაღრიცხვის დასაწყისი და ქრისტიანობის ქადაგება საქართველოში, ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება. ქართველთა კონსოლიდაციის დასაწყისი და კულტურული ინიციატივები, მსოფლიო საეკლესიო კრებები და საქართველოს ეკლესია, არეოპაგიტიკური მოძღვრება და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური წყაროები და იდეები, ისლამის გავრცელება საქართველოში და ისლამური ელემენტები ქართულ კულტურაში, ხალხური ქრისტიანობა საქართველოში, კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე, მე-19-მეოცე საუკუნეები და პროტესტანტული მიმდინარეობები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მე-19 საუკუნიდან დღემდე. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ასევე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსსტეტის სტუდენტები, რომლებიც საკუთარი ნაშრომებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. ( პროექტის ავტორები არიან: ლაშა ჯიქია, -ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის განყოფილების უფროსი, თეონა ხუბულავა, – მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის მხარეთმცოდნეობის კლუბის კოორდინატორი, მედეა თორია,- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განვითარების განყოფილების უფროსი) კონფერენცის ესწრებოდა ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ხათუნა ხმალაძე. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის. „დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან ბევრის მომცემი თითოეული ჩვენთაგანისთვის და თითოეული თქვენთაგანისთვის. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ღონისძიებები კიდევ გაგარძელდება. მადლობა თითოეულ მონაწილეს. მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს იმისათვის, რომ ასეთი კარგები ხართ. მადლობა ჩემი სკოლის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად ჩაებნენ ამ ღონისძიებაში. მინდა წარმატებები გისურვოთ“. ხათუნა ხმალაძემ ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის სახელით, მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს, საჩუქრად, სამახსოვროდ გადასცა ფოტო ახალციხის ხედით და აქვე აღნიშნა, რომ ეს სიმბოლური საჩუქარი შეხვედრის მონაწილეებს გაახსენებთ ახალციხეში გატარებულ დღეებს. თავის მხრივ, კონფერენციის მონაწილეებს მიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინელი ჭითანავამ. „მე მიხარია ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა რომ შეიკრიბა აქ. ყველანი ძალიან საინტერესო და სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ“.-განაცხადა სასახლის დირექტორმა. სტუმრებს მიმართა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა რევაზ შეროზიამ, რომელმაც „ნორჩ მკლევარებს“ რჩევაც მისცა. „თქვენ ხართ მომავალი მეცნიერები, მკვლევარები. რასაც წაიკითხავთ, ნუ მიიღებთ ყველაფერს ავტომატიურად, გაიაზრეთ და თქვენ თვითონ გააკეთეთ შემდეგ შესაბამისი დასკვნები. მინდა გისურვოთ წარმატებები“. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ვაჟთა გუნდი „მახარია“, რომელმაც კონფერენციაზე თავადაც წარადგინა თემა “მერეხელი”და იქვე, ცოცხლად შეასრულა ეს სიმღერა. შეხვედრის ბოლოს, კონფერენციის მონაწილე მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს გადაეცათ დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები.