- კონფერენცია „ნორჩი მკვლევარი 2025“ (პროექტისა ვტორები: მედეა თორია და თეონა ხუბულავა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის „ნორჩი მკვლევარი 2025“ ფარგლებში, განხორციელდა შემეცნებითი მოგზაურობა აჭარაში.
კონფერენციის მონაწილეებმა მოინახულეს სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, გონიოს ციხე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მაჭახელას ხეობა, მირვეთის ჩანჩქერი, ხელვაჩაურის ეთნო სახლი და შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი.
ცნობისთვის: კონფერენცია ,,ნორჩი მკვლევარი 2025“ მიზნად ისახავდა:
მოსწავლეების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნის უნიკალური ფოლკლორით;
ღვინოსა და ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციების შესწავლას;
ქართული ღვინო- გზა წარსულიდან თანამედროვეობამდე;
ტრადიციებში,წეს-ჩვეულებებში ასახული ერის სულიერი მისწრაფებებისა და ფასეულობების გაცნობიერებას;
რეგიონის ტრადიციული მრავალფეროვნების შესწავლა, გააზრებასა და პოპულარიზაციაა;
კვლევითი, შემოქმედებითი, საჯაროგამოსვლისა და ნამუშევრის წარდგენის უნარების განვითარებას;
აღნიშნული ტურის მხარდამჭერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.