“ნორჩი მკვლევარი 2024”


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, სასახლის დარბაზში ჩატარდა კონფერენცია “ნორჩი მკვლევარი 2024“ თემაზე: „ქართველი ხალხი ტრადიციების კვალდაკვალ- უნიკალური ფოლკლორის ნიმუშები და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურა საქართველოში“, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯვარის სასწავლო კოლეჯის“ლაკადა“ სტუდენტები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.

მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს პრეზენტაციების სხვადასხვა თემაზე: ზეპირსიტყვიერება, მითები, ხალხური შელოცვები; ტრადიციული ხალხური რეწვა და თანამედროვე ტენდენციები, ფოლკლორული ნიმუშების მიხედვით შექმნილი სახვითი, გამოყენებითი ხელოვნების (ნახატი, ქანდაკება, ჭედურობა, ნაქარგი, თექა, ქეჩა, ხეზე კვეთა და სხვა) ნიმუშების გამოფენა; სარიტუალო და საყოფაცხოვრებო მოქმედებები; ტრადიციული ჩაცმულობა და მისი ელემენტები; საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა; სიმღერები, ცეკვები, მუსიკალური საკრავები და მათი გამოყენების კულტურა; საქართველო ღვინის აკვანი, ქართული ვაზის ჯიშები; ქართული მარანი და ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ქვევრის ღვინო; ქართული სუფრის ტრადიციები (სადღეგრძელოები), თამადის როლი ქართულ სუფრაზე.

კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნის უნიკალური ფოლკლორით; ღვინოსა და ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციების შესწავლას; ქართული ღვინო-გზა ქართულიდან თანამედროვეობამდე; წეს-ჩვეულებებში ასახული ერის სულიერი მისწრაფებებისა და ფასეულობების გაცნობიერებას; რეგიონის ტრადიციული მრავალფეროვნების გააზრებასა და პოპულარიზაციას; კვლევითი, შემოქმედებითი, საჯარო გამოსვლისა და ნამუშევრის წარდგენის უნარების განვითარებას.

გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!