- “ნორჩი მკვლევარი 2023“-ის ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ქრისტეს გზა-ჩვენი ევროპული არჩევანი “ ჩატარდა.
კონფერენცია მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და ათონის ივერიის მონასტრის აშენებიდან 1040 წლისთავს.
სამეცნიერო კონფერენციის ფინალურ ტურში გამარჯვებული მოსწავლე -ახალგაზრდებისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს მოეწყო საგანმანათლებლო – შემეცნებითი ტური ტაო -კლარჯეთის ისტორიულ მხარეში, რომლის ფარგლებში დაათვალიერეს სათლეს ციხე, ტბეთი, არტანუჯის ციხე, დოლისყანა, ხახული, ოშკი, თორთუმის ციხე და ჩანჩქერი – წყალსაცავი, იშხანი, პარხალი, ოთხთა სამონასტრო კომპლექსი.
შემეცნებით ტურს უძღვებოდა ისტორიკოსი, არქეოლოგი, ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია.
„ნორჩ კვლევარი“ ითვალისწინებს ევროპული რანგის ჰუმანისტთა ღვაწლის შესწავლას და პოპულარიზაციას მოსწავლე-ახალგაზრდებში, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე საკუთარი უფლებების გაცნობიერება/ გააზრებას.
პროექტი ზუგდიდის მერიის მხარდაჭერიღა და ა(ა)იპ ,,მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის“ ორგანიზებით 2016 წლიდან ხორციელდება.