- დღეს, ზუგდიდში, ჟურნალისტს, ეთნოგრაფს, არაერთი საინტერესო ნაშრომის ავტორს, საუცხოო მოკალმეს ნონა ქობალიას კრძალავენ.
ნონა ქობალია იყო თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე, ნამდვილი პროფესიონალი. ის იყო მამის, ალიო ქობალიას 1600 გვერდიანი ლექსიკოგრაფიული ნაშრომის, ორ ტომად გამოცემული „მეგრულ-ქართული ლექსიკონის“ რედაქტორი, რომელშიც 97000 ლექსიკური ერთეული და სიტყვა-სტატიაა შესული. მკითხველმა დიდი პატივისცემით მიიღო მისი “მთვარის მოზაიკამაც”.
დღეს ზუგდიდის მიწა მიიბარებს საქართველოს და მშობლიური კუთხის სიყვარულით გულანთებულ ქალბატონს. მაცხოვრისკარის სასაფლაოზეა დაკრძალული ნონას მამა, ცნობილი პუბლიცისტი, პოეტი და ეთნოგრაფი ალიო ქობალიაც მეუღლესთან ერთად.
“ზუგდიდელები” ზუგდიდელების სახელით თანაუგრძნობს ოჯახს.