დღეს, დადიანების სასახლის ეზოში, ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის თასი განთავსდა. ღონისძიებაზე, იმყოფებოდნენ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი. შეხვედრაზე მოეწყო გამოფენა და თამაშის ბოლოს საჭადრაკო ვიქტორინა გაიმართა.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაია და ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები დაესწრნენ.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი გეგმავს თასის მოგზაურობას საქართველოს ყველა რეგიონში.