ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დასწრებას მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ


  • 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი ახლოვდება. ტრადიციულად, მოდის კვირეულების ერთთვიანი მარათონი სექტემბერში, ნიუ-იორკიდან დაიწყება და ოქტომბრის პირველ კვირას, პარიზში დასრულდება.

ამერიკის დიზაინერთა საბჭომ, რომელიც CFDA-ის სახელით არის ცნობილი, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონის შესახებ პირველი განცხადება ჯერ კიდევ აპრილში გაავრცელა. გასული ორი სეზონისაგან განსხვავებით, რომელიც მეტწილად, ონლაინ ფორმატში ჩატარდა, 8-12 სექტემბერს დაგეგმილი მოდის კვირეული ფიზიკურად გაიმართება. რამდენიმე საათის წინ, კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი. მასშტაბურ ღონისძიებას მხოლოდ სრულად, ორივე დოზით აცრილი ადამიანები დაესწრებიან.

აღნიშნული წესი შეეხებათ კვირეულში დასაქმებულ ადამიანებსაც, მათ შორის: დიზაინერებს, სტილისტებს, ფოტოგრაფებს, მოდელებს. სავალდებულო იქნება ნიღბის ტარებაც, რათა მაქსიმალურად იყოს შემცირებული ვირუსის გავრცელება.

16 წელს მიუღწეველი პირები მოდის კვირეულზე დაიშვებიან ბოლო 72 საათში გაკეთებული პსრ-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის შემთხვევაში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!