ნინო ხასია: “პაციენტთა გული ექიმის სასახლეცაა და ციხე–დარბაზიც”


  • ექიმ-ლაბორანტ ნინო ხასიას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კლინიკაში უმუშავია. ამბობს, რომ ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც მშობლებისგან ერგო, ცოდნის, სიკეთის, სიყვარულის გაცემის დაუოკებელი სურვილია, რაც ძალიან ეხმარება იყოს პროფესიონალი თავის საქმეში.

ნინო ხასია: -დავამთავრე ზუგდიდის მე-2 საშუალო სკოლა (ახლანდელი მეორე საჯარო სკოლა), შემდეგ კი,  მორდოოვის სახელმწიფო (რუსეთი) უნივერსიტეტი სპეციალობით სამედიცინო ბიოქიმია. მშობლები, ზუგდიდში ცნობილი ადამიანები იყვნენ. მამა მიხეილ ხასია გარდაცვლილია, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი იყო, დედა გულნარა მაქაცარია ზუგდიდელებისთვის კარგად ცნობილი, დამსახურებული პედაგოგია, ამჟამად, პენსიონერი. მყავს და ძმა. ყველაზე დიდი და საუკეთესო მემკვიდრეობა, რაც მშობლებმა მე და ჩემს და-ძმას გადმოგვცეს, არის ცოდნის, სიკეთის, სიყვარულის, თანადგომის მიღების და გაცემის დაუოკებელი სურვილი. დღე ისე არ გავა, რამდენიმე პაციენტმა, რომ გაიგებენ ვინ ვარ და ვისი შვილი, არ მიხსენონ დედაჩემი, სითბო არ გამოხატონ მის მიმართ და არ აღნიშნონ, თუ როგორ შეეძლო მას მოსწავლისთვის სწავლის მოტივაცია შეექმნა, ან როგორ ასწავლიდა ის მომავალ თაობას მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან. დამსახურებული პედაგოგი იყო დედაჩემის დედაც, ჩემი ბებია, ქალბატონი ქსენია ქირია, რომლის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე მისი მოსწავლეები დღემდე დაუღალავად ჰყვებიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ოჯახის ბიოგრაფია არ მაძლევს უფლებას ვიყო არაპროფესიონალი და უპასუხისმგებლო. დიახ, მე ჩემი საქმე რომ სიღრმისეულად ვიცოდე, ეს ჩემი ოჯახის ტრადიცია და მოთხოვნაა. მით უფრო, როცა ჩემი პროფესია და საქმიანობა ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს უკავშირდება, არ მაქვს მოდუნების და შეცდომის დაშვების უფლება. ლაბორატორიაში, კვლევაში გატარებული ათეული წლები კი, ის გადასახედია, საიდანაც გარკვევით ჩანს განვლილი გზა და გასაკეთებელსაც უცნაური სიცხადით გრძნობ და აღიქვამ.

-როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში ზუგდიდში ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა „სანუსი“?

-სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, როგორც გითხარით, ვსწავლობდი და ვმუშაობდი რუსეთში. ჩამოსვლის შემდეგ კი, ვმუშაობდი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ ექიმ ლაბორანტად. ამის შემდეგ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში „სანუსი“. სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი „სანუსი“ ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა იყო, რომელსაც 1996 წელს საფუძველი ჩაუყარა ბიზნესმენმა, ბატონმა შაქრო კვაშილავამ. კლინიკა  ზუგდიდის სამედიცინო  სამყაროში დამკვიდრდა თამამი იდეებით, ძიებათა მრავალფეროვნებით. დიდმა მონდომებამ ის სახელოვან ცენტრად აქცია. შემოიკრიბა ქალაქის ნიჭიერ ექიმთა გუნდი და მალე თავისი ნიშა დაიმკვიდრა არა მარტო ჩვენს ქალაქში, მუნიციპალიტეტში, ზოგადად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.  წარმატების საწინდარი თბილი, მყუდრო, კომფორტული გარემოა, რომელიც შექმნა მისმა მესაძირკვლემ. მოკლედ, 1996  წლიდან მეც „სანუსის“ გუნდის წევრი ვარ.

მე და ექიმ ლაბორანტმა, ქალბატონმა მარინა ჩაჩანიძემ შევქმენით ქალაქში თანამედროვე კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც წარმატებულია პირველი დღიდან დღემდე. ჩვენთან თითოეული კვლევა, თუ ანალიზი ტარდება უშეცდომოდ, მაღალ დონეზე, უახლოესი თანამედროვე აპარატურით. ეს იქნება ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, სეროლოგიური კვლევები თუ სხვა.

-და ბოლოს…

-…და ბოლოს… მინდა ვურჩიო ზუგდიდელებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, დროულად მიაქციონ ყურადღება იმ ცვლილებებს ორგანიზმში, რომელიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების დროს ფიქსირდება. ეს ორგანიზმის სიგნალია, რეაქცია და მერწმუნეთ, თუ მას დროულად გამოვიკვლევთ, უსაფრთხოდ, დაცულად და ჯანმრთელად  ვიქნებით.  მობრძანდით „სანუსში“,  ჩვენი ექიმთა გუნდი და ჩვენი ლაბორატორია, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დაგეხმარებათ დროულად აღმოჩენილი დაავადების დამარცხებაში. ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ჩვენს პაციენტებს.  პაციენტთა გული ხომ ექიმის სასახლეცაა და ციხე-დარბაზიც.

ანა სართანია

თემის სპონსორი: სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი „სანუსი“

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!