- ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო თოლორაია “ზუგდიდელებთან” საუბრობს ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებზე კოვიდ 19-თან მიმართებაში.
ენდოკრინოლოგია არის წარმართველი ძალა ნივთიერებათა ცვლის, იმუნური სისტემის და რადგან კოვიდ 19, უპირატესად მოქმედებს ჩვენს იმუნურ სისტემაზე, ამან განაპირობა ენდოკრინოლოგიური კუთხის წინ წამოწევა. მრავალმა კვლევამ დაადგინა, რომ სიკვდილიანობა და გართულებები კოვიდ 19-ის დროს, საკმაოდ მაღალია სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ასევე კოვიდ 19 განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს იმ პაციენტებში, სადაც გვაქვს D3 ვიტამინის, თუთიის დეფიციტი და ელექტროლიტური დისბალანსი. ჩვენი ამოცანაა, ამ შემთხვევაში, ორგანიზმის მაქსიმალურად გაჯანსაღება და ამა თუ იმ ნივთიერების დეფიციტის სწრაფი აღმოფხვრა.
ჩვენი რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში არის შემდეგი: რაც შეიძლება კარგად იყოს გლუკოზა კონტოლირებული და დარეგულირებული, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საკვებ პროდუქტებზე, მათი მიღების რეჟიმსა და მომზადების ტექნიკაზე. ასევე მნიშვნელოვანია ჰორმონალური დისფუნქციის მოწესრიგება, დიდ ყურადღებას მოითხოვს პაციენტები დიფუზური ტოქსიური ჩიყვით, ჰიპოთირეოიდული მდგომარეობით და პაციენტები, რომელთაც აქვთ თირკმელზე და ჯირკვლის პათოლოგიები.
D ვიტამინის როლი ძალიან დიდია კოვიდ 19 -თან მიმართებაში, რამეთუ D ვიტამინი მიიჩნევა ერთ-ერთ იმუნომოდულატორად და D ვიტამინის დონე უნდა იყოს დარეგულირებული, რათა ორგანიზმი იყოს ბრძოლისუნარიანი და გამოჯანმრთელების პერიოდი არ იყოს დროში გახანგძლივებული. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და დაბალანსებული კვება, ფიზიკური დატვირთვა (შეძლებისდაგვარად) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის მიღება 1,5-2 ლ. დღიურად, რადგან წყალი არის მთავარი წარმართველი ჩვენი ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის. მინდა თითოეულ პაციენტს ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე ვუსურვო.