ნინი ზარქუას ნამუშევრების გამოფენა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში


  • დღეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბმა, “სარკმელი” თავის ტრადიციულ ,,ხუთშაბათობაზე,” ნორჩი მხატვარი, რუხის საჯარო სკოლის მერვე კლასელი ნინი ზარქუა სტუმრად მოიწვია და შესაძლებლობა მისცა პირველი პერსონალური გამოფენა სასახლის ფოიეში გაემართა.

ნინიმ, რომელიც ადრელი ბავშვობიდან ხატავს, თავისი პირველი გამოფენა უკრაინელ თანატოლებს მიუძღვნა. ფიქრი, იმედი, მომავლის რწმენა ახალგაზრდა მხატვარმა ცისა და მზის ფერში ჩააქსოვა. მის ნამუშევრებში მშვიდობის მტრედები დაფრინავენ, მზე ამოდის, ჩიტების გალია გახსნილია, მზესუმზირები იცინიან, ადამიანები საკუთარ თავს პოულობენ.

მთავარია, რომ ნინის ეს მესიჯი ძალიან კარგად შეიგრძნეს გამოფენაზე მოსულმა ახაგაზრდებმა და ეს მათ ხმამაღლაც გამოხატეს.

ნინის ხატვის მასწავლებელი ირაკლი კეკუტია ამბობს, რომ მისი ასაკისთვის ნინის გამართული ხელწერა აქვს და იმას, რასაც ხედავს, როგორც მხატვარი სწორად გადმოსცემს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!