- ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის გამარჯვებული აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა გახდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულია ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გახდა კახათის პირველი საჯარო სკოლა. სკოლის ეკოკლუბის მომხსენებლები ერთი დღით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გახდებიან.
ინფორმაციისთვის: ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ეკოკლუბების კონკურსია და მისი მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. 2022 წელს კონკურსში 400-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ხორციელდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.