ნიკოსეულ სასახლეში აკაკი ჭანტურიას ნივთები და მუზეუმის პირველი ექსპოზიციის ფოტოები გამოიფინება 


  • მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დათვალიერება დღეს უფასოდ იქნება შესაძლებელი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის ფოიეში მუზეუმის დამაარსებლის, აკაკი ჭანტურიას კუთვნილი ნივთების და მუზეუმის პირველი ექსპოზიციის ფოტოების გამოფენა იხილონ. პირადი ნივთები, მუზეუმის დამაარსებლის შთამომავლებმა დროებით გადასცეს მუზეუმს.

მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბის მუზეუმებში შესვლა უფასოა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!