- 15 – 23 აპრილს, ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
საქართველოს ჩემპიონატზე 18 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა ზუგდიდელმა მოჭადრაკემ, ფიდეს ოსტატმა ნიკოლოზ შამათავამ – 2295 (მწვრთნელი – დავით ჯოჯუა).
ინფორმაციისთვის: ნიკოლოზ შამათავა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 12 გზის საქართველოს ჩემპიონია.
ნიკოლოზმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც მ/წლის 14 – 27 ივნისს გაიმართება იტალიის ქალაქ მონტესილვანოში.
