- 25 აგვისტოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ ფუჯაირაში სტარტს აიღებს ფუჯაირას პირველი ღია ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც პირველ სექტემბრამდე გასტანს. ფუჯაირას პირველ ღია ჩემპიონატზე იასპარეზებს ზუგდიდელი მოჭადრაკე ნიკოლოზ შამათავა.
ღონისძიება მოიცავს სამ ტურნირს: სუპერვარსკვლავთა /2600≤ /, ოსტატთა /2200-2599/ და ღია ტურნირს /2000>/.
ოსტატთა ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 33 საერთაშორისო დიდოსტატი, 8 საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის, 100 საერთაშორისო ოსტატი, 5 საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის, 106 ფიდეს ოსტატი და 3 ფიდეს ოსტატი ქალთა შორის.