- 16 – 21 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გაიმართება IX ღია საერთაშორისო სააღდგომო ტურნირი ჭადრაკში.
ტურნირი A და B კატეგორიებს მოიცავს, რომელიც შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება და 6 დღეს გასტანს.
A კატეგორიის ღია ტურნირში იასპარეზებს ზუგდიდელი მოჭადრაკე, ფიდეს ოსტატი ნიკოლოზ შამათავა.