ნიკა ლაშხია, ჰაიკუ და “ახალი “სარკმელელების” სამყარო პოეტის შემოქმედებაში


ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი”, დღეს, ახალგაზრდა ზუგდიდელ პოეტს და ტელეწამყვანს ნიკა ლაშხიას უმასპინძლა, რომელმაც კლუბის წევრებს თავისი პოეზიიდან  ფრაგმენტები წაუკითხა და გულახდილად ისაუბრა საკუთარ შემოქმედებით სამზარეულოზე,  – თუ სად და როგორ დაიწერა და იწერება მისი პოეტური სტრიქონები, მისი პირველი ლექსიდან დაწყებული. ნიკა ლაშხიამ ახალგაზრდა ჟურნალისტებს, ზოგადად თანამედროვე ქართულ პოეზიაზეც მიაწოდა ინფორმაცია. თუ როგორ და რაზე წერენ თანამედროვე პოეტები, რა ტენდენციებია ქართულ ლექსში, რამდენად ჰყავს ქართულ ლექსს მკითხველი. მისი საუბრის თემა უცხოური ლიტერატურისკენაც გადაიხარა. ნორჩი ჟურნალისტების ინტერესი ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებისადმი ძალიან ღრმა და გააზრებული აღმოჩნდა. მათ სურდათ გაეგოთ ვის და რა მოვლენებს ეძღვენებოდა პოეტის მიერ წაკითხული ლექსები, აინტერესებდათ რა მოსწონდა, რა იტაცებდა, რა მიზნები ჰქონდა მას, როცა ამ სტრიქონებს წერდა, როგორი იყო მისი დამოკიდებულება სოციუმისადმი, მსოფლიო სიახლეებისადმი, ქართული სახელმწიფოსადმი, ქართული ყოფიერებისადმი, რომელიც აშკარად გამოკვეთილია პოეტის შემოქმედებაში.  ნორჩი ჟურნალისტების მოწონება პოეტის ჰაიკუს ტიპის ნაწარმოებებმა გამოიწვია, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა, მოკლე ფრაზების სიღრმეებში და სტრიქონებს შორის ეძებათ პოეტის ფიქრის საგანი და საკუთარი სამყარო. შეხვედრას ქართულ-აფხაზურ თემაზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. აღმოჩნდა, რომ პოეტსაც და “სარკმელელებსაც” ენატრებოდათ უცნობი და ნაცნობი, ასე ახლო და ასე შორი ქართული მიწა.

შეხვედრის დასასრულს, ნიკა ლაშხიამ “სარკმელელებს” საჩუქარად დაუტოვა თავისი რჩეული ლექსები და შეჰპირდა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებს მათთან სამომავლოდაც და გააცნობს სხვა ზუგდიდელ, ნიჭიერ შემოქმედებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=urfNzfk85kM[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!